ედ შირანი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ბრიტანელია. ინფორმაციას Mირრორ ბრიტანული გამოცემა Heat-ის მიერ შედგენილი სიის მიხედვით ავრცელებს. მომღერლის ქონება 170 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება მისი 2018 წლის მონაცემებს.
მეორე ადგილზე 30 წლის მსახიობი დენიელ რედკლიფია, რომლის ქონება 90 მილიონი ფუნტია. ხოლო მესამეზე ჰარი სთაილზია 64 მილიონი ფუნტით. ასევე ხუთეულში ემა უოტსონი და ნაილ ჰორანი მოხვდნენ.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ვარსკვლავების სიაში ცნობილი მუსიკოსები, კინომსახიობები, მოდელები და სატელევიზიო გადაცემების წამყვანები შედიან.