ჯასტინ ბიბერი ფანებს ევაჭრება?

ჯასტინ ბიბერი ფანებს ევაჭრება? "თუ ბევრ მოწონებას დავაგროვებ ფოტოზე, მაშინ ახალ ალბომს გამოვუშვებ!"

25 წლის კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "თუ ეს ინსტაგრამ პოსტი 20 მილიონ მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ ახალ ალბომს გამოვუშვებ!"

შემსრულებლის განაცხადმა მისი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინს 2015 წელს უკანასკნელი Purpose-ის შემდეგ მას ალბომი არ გამოუშვია.