სამხრეთკორეელმა 75 წლის ქალმა ბოდიბილდერების კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ AsiaOne წერს.
ლიმ ჩენ-სომ სპორტდარბაზში სიარული ხერხემლის სტენოზისგან გამოწვეულ ტკივილთან გასამკლავებლად დაიწყო. „თავდაპირველად ისე მტკიოდა, რომ ვარჯიშის დროს ვყვიროდი, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვიყავი“- ამბობს ქალი.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტკივილები გაქრა, მწვრთნელმა მას ბოდიბილდერების შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.
როგორც ქალი ამბობს, ის თავდაპირველად ამ შეთავაზებისგან თავს იკავებდა, თუმცა საბოლოოდ დათანხმდა და მეორე ადგილიც დაიკავა.