„ტომი და ჯერიზე“ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებენ

„ტომი და ჯერიზე“ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებენ

უკვე ცნობილია „ტომი და ჯერის“ შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის გამოსვლის თარიღი, რომელსაც სტუდია Warner Bros-ი იღებს, წერს hollywoodreporter-ი.  

მულტფილმის კინოინსტალაცია 2020 წლის 23 დეკემბერს გამოვა. ფილმის რეჟისორი ტიმ სტრონია. კინოფილმში ჰოლია გრეის მორეცი, მაიკლ პენია, კენ ჟონგი, რობ დილეინი ითამაშებენ. ტომი და ჯერისთვის კომპიუტერულ გრაფიკას გამოიყენებენ.

ფილმში მოქმედება განვითარდება ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც თაგვი ჯერი ცხოვრობს. ის სასტუმროში დაგეგმილი საქორწინო ცერემონიის ჩაშლას ცდილობს. სასტუმროს თანამშრომელი კაილა კატა ტომს მოიყვანს, რათა მავნე თაგვს თავისი ადგილი მიუჩინოს.