ამერიკელი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი 45 წლის გახდა, ამის შესახებ გამოცემა goldderby წერს.
ის 1974 წელს პუერტო რიკოში, სან ხუანში დაიბადა. მას აღიარება მოუტანა იმპერატორ კომოდუსის როლმა ფილმში „გლადიატორი“ და მუსიკოს ჯონი კეშის როლმა ფილმში „იარე ზღვარზე“. ფილმ „ჯოკერში“ სადაც მან მთავარი როლი შეასრულა ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
„ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია“, - წერს გამოცემა, თუმცა ფილმში „ჯოკერი“ კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ვენეციის კინოფესტივალზე პრიზი ვერ მიიღო, რის გამოც მსახიობი გარკვეულწილად იმედგაცრუებულია.