ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის

ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის") მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის") მოძრაობა შეიზღუდება.  სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი"  აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 591 191 041