მაკარტნიმ მხარი ობამას დაუჭირა

მაკარტნიმ მხარი ობამას დაუჭირა

აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის დასრულდა. უახლოეს საათებში წინასწარი შედეგები იქნება ცნობილი.

აშშ-ის ამჟამინდელ პირველ პირს ბარაქ ობამას, თანამედროვე მსოფლიო შოუ- ბიზნესში მოღვაწე არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მხარი დაუჭირა. მათ შორის სერ პოლ მაკარტნიც გახლდათ.

გამოცემა „Examiner”-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ბრიტანელმა მუსიკოსმა სპეციალური მიმართვა ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით ამერიკულ სატელევიზიო არხებზე გავრცელდა.

„6 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და მოგიწოდებთ რომ მასში მონაწილეობა აუცილებლად მიიღოთ.

ჩემს ამჟამინდელ მუსიკალურ ჯგუფში ეროვნებით სამი ამერიკელი ირიცხება. გაგიკვირდებათ და ისინი ხმას ბატონ ბარაქ ობამას აძლევენ.

მე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე გახლავართ. თქვენს არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობ, მაგრამ მთელი სულითა და გულით ბარაქ ობამას ვგულშემატკივრობ.“ - განაცხადა სერ პოლ მაკარტნიმ.

 

 

 

 

.