უცხოური გამოცემების და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ბევრი ცნობილი ადამიანი და სელებრითი ხვდება, ამჯერად პაპარაცების ობიექტივში 45 წლის დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი მოექცა, რომელიც მანქანაში შვილებთან ერთად იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა.
ალბათ, საერთოდ არ არის გასაკვირი, ისეთი გადატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანისთვის, როგორიც ვიქტორია, რომ საკუთარი თავის მოვლისთვის საკმარისი დრო აღარ დარჩეს და მაკიაჟს მანქანის სარკეში იკეთებდეს.
თუმცა უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების კრიტიკისთვის ესეც საკმარისი გახდა, ფოტოებმა ინტერნეტი მალევე მოიცვა და სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.