სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ბრიტანული გამოცემა Tatler-ის საიუბილეო, 310 წლის აღსანიშნავად, ოქტომბრის ნომრის გარეკანზე გამოჩნდება. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს. ჟურნალის რედაქტორის, რიჩარდ დენის განცხადებით, მეგანი უბრალოდ შეუდარებელია. „ის საოცრად თავისუფალი და უშიშარი ქალია. მარკლის ჩაცმის სტილი კი ძალიან დახვეწილია“., - აღნიშნა დენმა.
გამოცემამ 2015 წელს, გარეკანისთვის ჯენიკ ლორანის მიერ გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გამოიყენა, თუმცა ჰერცოგინიას ფოტოშოპის დახმარებით დიდი ოქროსფერი საყურეები მოაშორეს.
გამოცემის ცნობით, 2012 წელს Tatler-ის გარეკანზე პრინცი ჰარი გამოჩნდა, რომელსაც ჟურნალმა „წლის კაცი“უწოდა.
ახალი ნომერი 31 ოქტომბერს გამოვა, თუმცა მეგან მარკლთან ექსკლუზიურ ინტერვიუს საზოგადოება ვერ წაიკითხავს. სტატიაში ოთხი ექსპერტი სასექსის ჰერცოგინიას სტატუსს განიხილავს და იმაზე ისაუბრებენ, თუ რისი მიღწევა მოახერხა მეგანმა სამეფო ოჯახის წევრობით, და რისი ვერა.