სასამართლომ მსახიობ ჯონი დეპს ალკოჰოლისა და მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
მსახიობმა ეს ცნობები 15 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს. ეს ჯონი დეპის ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის მოთხოვნაა, რომელიც აცხადებს, რომ დეპი მას ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას სცემდა, შესაბამისად, ჰერდს მიაჩნია, რომ დეპის მიერ 50 მილიონი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნა, არასწორია.
ჯონი დეპი და ემბარ ჰერდი ქორწინებაში 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის მაისამდე იმყოფებოდნენ. გაყრის გადაწყვეტილება დეპმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰერდმა განაცხადა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.