ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ ამერიკელი მკვლევარის ლუკ კოფისის ინიციატივას, რომელიც საქართველოში აშშ-ს ჯარების განთავსებას გულისხმობს, ვაშინგტონში სერიოზულად არ უყურებენ.
“ლუგ კოფის ამ ინიციატივას ვაშინგტონში სერიოზულად არ უყურებენ. ლუკ კოფის განცხადებების მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ ინიციატივას ვაშინგტონი არ გაიზიარებს. ამერიკა მზად არ არის იმისთვის, რომ რუსეთს ისე დაუპირისპირდეს, რომ საქართველოში საკუთარი ჯარები განათავსოს“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ცნობისთვის, მკვლევარი და ანალიტიკოსი ლუკ კოფი აშშ-ის ჯარის ახალქალაქში გაგზავნის შესაძლებლობაზე საუბრობს.
„წინადადება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს. ის გახდება „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, ძალის ხელახლა მოკრების შემთხვევაში. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - წერს კოფი Twitter-ზე.