ზელენსკის ორეული გამოუჩნდა

ზელენსკის ორეული გამოუჩნდა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ორეული გამოუჩნდა. უზბეკეთის მცხოვრები უმიდ ისაბაევი უკრაინის პრეზიდენტს ძალიან ჰგავს. როგორც ზელენსკის ორეული ამბობს, უკრაინის ლიდერს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კინოში მუშაობის დრო აღარ რჩება და მზად არის ზელენსკი ამ ამპლუაში ჩაანაცვლოს.

უმიდი დარწმუნებულია, რომ კომედიურ როლებს კარგად ითამაშებს, თუმცა იმ პირობით, თუ სცენებში ღორის ხორცის ჭამა არ მოუწევს.

„მე მას მხოლოდ გარეგნულად არ ვგავარ. მის მსგავსად, მეც ცუდად ვლაპარაკობ უკრაინულად, ვაღმერთებ ტომ კრუზს და უზბეკეთში, ქორწილებში წამყვანი ვიყავი“, - ამბობს ზელენსკის ორეული, რომელიც ამჟამად მოსკოვში ავტომღებავად მუშაობს. ცნობილი ხდება ისიც, რომ უმიდი მსახიობად უკვე მიიწვიეს რუსულ ჩომედყ ჩლუბ-ში, სადაც მუშაობაზე ის დიდი ხანია, ოცნებობს.