მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი გულზე მეექვსე ოპერაციის დროს კინაღამ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
მსახიობს 2018 წლის აპრილში ფილტვის სარქველი შეუცვალეს, ოპერაციის დროს წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად მსახიობი სიკვდილს გადაურჩა. 72 წლის შვარცენეგერი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს, თუმცა როგორც თავად ამბობს, საავადმყოფოდან გამოწერიდან ერთ კვირაში სპორტდარბაზში ვარჯიში დაიწყო.
"რაც უფრო ბერდები, მით უფრო რთული ხდება. სხეული ყველაფერს აღარ გპატიობს, როგორც ადრე. უბრალოდ, უფრო მეტი უნდა ივარჯიშო", - თქვა მსახიობმა.
18 ოქტომბერს ახალი „ტერმინატორის“ პრომორგოლი გამოქვეყნდა, სადაც რობოტ თ-800-ს როლს არნოლდ შვარცენეგერი თამაშობს.