Vogue-ს ამერიკულმა გამოცემამ Instagram-ზე ბრიტანელი მსახიობ კირა ნაითლის ორსულობის პერიოდის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე კირა ნაითლს The Total Mayhem-ის კაბა აცვია, რომელიც ყვავილებით არის გაფორმებული. ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე კაბა 1295 ფუნტი სტერლინგი ღირს.
ფოტოსესიაში სხვა ისეთი ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ბრენდის შემქმნელთან სიუზი კეივთან მეგობრობენ. მათ შორის, ყოფილი სუპერმოდელი კეიტ მოტის, დიზაინერი ბელა ფრეიდი ქუდების დიზაინერი ფილიპ ტრეისი.
ფოტო 2019 წლის ზაფხულში, სავარაუდოდ აგვისტოშია გადაღებული, კირა ნაითლის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ ინფორმაცია სექტემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა.