მსახიობი როუზ მაკგოუენი ჰარვი ვაინშტეინს, მის ყოფილ ადვოკატებს და კერძო საგამოძიებო სააგენტოს სასამართლოში უჩივის. მაკგოუენი ამბობს, რომ ისინი მის გაჩუმებას შეეცადნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როუზ მაკგოუენი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც ჰარვი ვაინშტეინი 2017 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მსახიობი ირწმუნება, რომ ვაინშტეინმა და მისმა გუნდმა მაკგოუენის დისკრედიტირებაზე მოილაპარაკა, მას შემდეგ რაც გაიგეს რომ მსახიობი წიგნს წერს.
მაკგოუენი აცხადებს, რომ ვაინშტეინმა 1997 წელს სანდენსის ფილმის ფესტივალის დროს, სასტუმროს ოთახში გააუპატიურა.
ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ბრალი 75-მა ქალმა წაუყენა. ვაინშტეინი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს. 2018 წლის 25 მაისს ვაინშტეინი პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გათავისუფლდა.