მე-3 ლამის ქუჩაN13-ში სახლის გამაგრება მიმდინარეობს

მე-3 ლამის ქუჩაN13-ში სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, მე-3 ლამის N13-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება.

მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „გილი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 74 679 ლარია.

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის 20 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ხუთ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის

მიმდინარეობს.