დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი 22-ე ბავშვს ელოდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიუ და ნოელ რედფორდების ოჯახში ახლა 11 გოგო და 10 ბიჭია. პირველი ბავშვი სიუმ 14 წლის ასაკში გააჩინა, ახლა ქალი 44 წლის არის.
მშობლებმა პატარას სქესის გაგება არ მოისურვეს, თუმცა დედა ფიქრობს, რომ ბავშვი ბიჭია, რადგან ყოველთვის ეგონა, რომ 11 ბიჭი და 11 გოგო ეყოლებოდა. პატარა 2020 წლის აპრილში უნდა გაჩნდეს.
რედფორდები ბრიტანეთში პოპულარობით სარგებლობენ. 2013 წელს მათ რეალითი შოუში მიიღეს მონაწილეობა, სახელწოდებით „16 ბავშვი - გაგრძელება იქნება“. ახლა რეფორდები ოჯახის ახალი ამბების შესახებ თაყვანისმცემლებს Youtube-სა და Instagram გვერდებზე უყვებიან. ოჯახის შემოსავლის ძირითად წყარო ნოელის საცხობია.