მსოფლიოში უძველესი მარგალიტი, რომელიც არქეოლოგების თქმით 8000 წლის არის, აბუ-დაბიში იპოვეს. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ეს იმის დასტურია, რომ ძვირფასეულობით უძველესი დროიდან ვაჭრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნატურალური მარგალიტი მარავას კუნძულზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ფენები, სადაც მარგალიტი იპოვეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5800-5600 წლით თარიღდება, ნეოლითის პერიოდით.
მარავას კუნძულზე ასევე ნაპოვნია კერამიკული ნივთები და მძივები.