ქართულმა პოლიციამ დავით ქაცარავას იზოლაცია მოახდინა და შინაპატიმრობაში დატოვა - ცხინვალის ე.წ. КГБ

ქართულმა პოლიციამ დავით ქაცარავას იზოლაცია მოახდინა და შინაპატიმრობაში დატოვა - ცხინვალის ე.წ. КГБ

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ვებგვერდზე ატოცში უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა.

ინფორმაციაში დე ფაქტო ცხინვალი უკანონო ბორდერიზაციას "სახელმწიფო საზღვრის მოწყობის" პროცესად მოიხსენიებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე ამ პროცესში ჩაბმაზე ისევ უარს ამბობს.

დე ფაქტო ცხინვალის КГБ-ს გულისწყრომა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებისა და მისი ლიდერის დავით ქაცარავას აქტივობამაც გამოიწვია:

"19 ოტქომბერს ე.წ. ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, მისთვის დამახასიათებელი თეატრალური მანერით სცადა, ხელი შეეშალა საზღვრის მოწყობის პროცესისთვის, ამასთან, პოლიცია და საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციონალიზმსა და კრემლის გეგმებისთვის ხელისშეწყობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც პოლიციამ ძალის გამოყენებით მოახდინა მისი იზოლაცია და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.