მას შემდეგ, რაც უამრავი საჯარო კამათის შემდეგ ჰანა ქროსი და ბრუკლინ ბექჰემი დაშორდნენ, როგორც ჩანს მათ პირად ცხოვრებაში უკვე დაისადგურა სიმშვიდემ, რამაც ამ უკანასკნელს საშუალება მისცა გული ახალი ქალბატონისთვის მიეძღვნა.
20 წლის ბრუკლინის ახალი რჩეული 27 წლის მოდელი - ფოებე ტორენსია, რომელიც ცნობილი გოლფის მოთამაშის სემ ტორენსის ქალიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ გოგონა ძალიან ჰგავს ვიქტორია ბექჰემს და კარიერის დასაწყისში მის შემოსავლის წყაროსაც ხშირად ცნობილი ვარსკვლავის განსახიერება წარმოადგენდა.
ამ ფაქტის გამო მეგობრები ბრუკლინს ხშირად დასცინიან კიდევაც, რადგან ოიდიპოსის კომპლექსს ისიც უსვამს ხაზს, რომ ჰანა ქროსის გარეგნობაც საკმაოდ ახლოს იყო დიზაინერთან.