ალბათ ყველას გახსოვთ ვიდეო, სადაც რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი 23 წლის მილიარდერი კაილი ჯენერი ოთახს აღებს და კამერების საშუალებით მის ქალიშვილს შტორმის აღვძებს, თან უმღერის მსგავსი სიტყვებით: "Rise and Shineee" (ამოდი და იბრწყინე, იკაშკაშე).
ვიდეო სოციალურ ქსელში მალე გავრცელდა და საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია, და სახალისო ვიდეოები მსგავს თემატიკაზე მალევე შეიქმნა.
კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელში დაცინვა დადებითად მიიღო, ჯერ იყო და ერთ-ერთი ვიდეო თავად გამოაქვეყნა საკუთარ ინსტაგრამზე, შემდეგ კი მზის გამოსახულებაში ჩასმული თავისი ფოტოები ტანსაცმელებზე დაბეჭდა და საკუთარ საიტზე დაიწყო მისი გაყიდვა. მოკლედ, რომ ვთქვათ, კაილიმ მისდამი დაცინვა ფულის შოვნის გზად აქცია.