ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა საპოტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს. გამოცემა Hollywoodreporter-ის ცნობით, ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად კვლავ აქციას მართავდა და მასთან ერთად მსახიობი სემ უოტერსტონი დააპატიმრეს, რომელიც ფონდასთან ერთად ადრე ტელესერიალში მონაწილეობდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, ისინი უკანონოდ მართავდნენ აქციას და არეულობის თავიდან აცილების მიზნით, მათთან ერთად 17 დემონსტრანტი დააპატიმრეს.
მსახიობების დაპატიმრების ამსახველი კადრები თწიტტერ-ზე გავრცელდა.
ჯეინ ფონდას თქმით, ის გეგმავს იქამდე დააპატიმრებინოს თავი პოლიციას, სანამ მისი მოთხოვნა კლიმატური ცვლილებების შესახებ უმრავლესობის ყურადღებას არ მიიპყრობს.
გასულ კვირას ცნობილი მსახიობი აღნიშნული მოთხოვნის გამო ცოტახნით იყო დაპატიმრებული.