ცნობილი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი დაქორწინდა. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის სპორტსმენის რჩეული 31 წლის მარია პერელიო გახდა, რომელსაც ნადალი 2005 წლიდან ხვდება.
ცერემონია ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გაიმართა. მას 350 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ესპანეთის მეფე 1975-2014 წლებში ხუან კარლოს პირველი.