გუშინ გამოცემამ „The Official Charts Company” ბოლო 60 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ სიის სათავეში მომღერალი ელტონ ჯონის სიმღერა „Candle In The Wind 97“/ „Something About the Way You Look Tonight” აღმოჩნდა. ეს კომპოზიცია 1997 წელს ტრაგიკულად დაღუპულ ლედი დიანას ხსოვნას მიეძღვნა.
მეორე საფეხურზე ჯგუფი „Band Air”-ის სინგლი „Do They Know It’s Christmas” განთავსდა.
მესამე ადგილზე კი ჯგუფი „Queen”-ის კომპოზიცია „Bohemian Rhapsody” გავიდა.
მომდევნო ადგილებზე სერ პოლ მაკარტნის ჯგუფი „Wings”-ის სინგლი „Mull Of Kintyre”/”Girls’ School”, ოლივია ნიუტონ ჯონისა და ჯონ ტრავოლატას კომპოზიცია „You’re The One That I Want” და “Boney M”-ის სიმღერა “ The Rivers of Babylon” აღმოჩნდნენ.