საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დღეს დეპუტატებს დაგროვებითი საპენსიო სქემის სტატისტიკა გააცნო. დღეის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 911, 897 ადამიანია ჩართული. ჯამური მაჩვენებლიდან კი კერძო სექტორის დასაქმებულების რიცხვი 737, 254 ათასი ადამიანია, ხოლო სახელმწიფო სექტორის 211, 842 ათასი. დაგროვებითი საპენსიო სქემა ჯამში 162, 103-მა დასაქმებულმა დატოვა. სქემაში ჩართული კერძო კომპანიების რიცხვი კი 58, 811 ათასია. ფონდის ღირებულება სარგებლის ჩათვლით 385, 512, 760 მილიონი ლარია, დარიცხული სარგებელი კი 9 მილიონს აჭარბებს. ლევან სურგულაძის განცხადებით, ფონდის საერთო მოცულობა 419, 929, 602 მილიონი ლარია.