მაზნიაშვილის N35 და წინამძღვრიშვილის N15-ში ასფალტის საფარი იგება

მაზნიაშვილის N35 და წინამძღვრიშვილის N15-ში ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, მაზნიაშვილის N35 და წინამძღვრიშვილის N15-ში თბილისური ტიპის ეზოებში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წელს აღნიშნულ მისამართებზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალარინების ქსელი შეიცვალა. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჰაი-ვეი“ ასრულებს და მისი ღირებულება 10 000 ლარია.