მექსიკაში უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა

მექსიკაში უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა

მექსიკის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ნარკობარონის შვილს ოვიდიო გუზმანს მიაგნო.

ის ხოაკინ გუზმან ლოერას („ელ ჩაპოს“) შვილია. სროლის შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მედია წერს, რომ არიან გარდაცვლილებიც.

62 წლის ხოაკინ გუზმანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალდებულად 10 დანაშაულში, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში, ცნო. 

გუზმანი მექსიკის ციხიდან 2015 წელს გაიქცა, შემდეგ კვლავ დააკავეს და 2017 წელს აშშ-ში ექსტრადირება განახორციელეს.