ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა და ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო

ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა და ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო

ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მოკლული ცოლის ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო და დანაშაულის შესახებ თავად განაცხადა.

დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახს დახლოებით ექვსი თვის წინაც ჰქონდა პრობლემები და სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.