„ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი - „სნაჩალა სტულია“-ზე უნდა გადახვიდეთ“ - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქს

„ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი - „სნაჩალა სტულია“-ზე უნდა გადახვიდეთ“ - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქს

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს.

„საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება თქვენთან. დაგპირდებიან ბიუჯეტიდან მეტ ფულს, მეტ მიწებს, მეტ პრივილეგიებს და ა.შ. სასულიერო პირების მიერ ქადაგებებში პოზიტიურად მოხსენიების და საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ცხადია.

2020-ის არჩევნების მერე ან შესძლებენ მაგ დაპირებების შესრულებას ან არა, წინა არჩევნებისგან პრინციპულად განახვავებული რეალობა იქნება მაღალი ალბათობით.

ამიტომ ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი „სნაჩალა სტულია"-ზე უნდა გადახვიდეთ, ბაზრის ახალი წესრიგი ითხოვს, არ უჭირთ მაგათ ფული.

ა) ერთობლივი ფოტო - მინიმალური ფასი

ბ) ვიდეო - მინიმალურზე ცოტა მეტი

გ) ლოცვებში მოხსენიება - საშუალო ფასი

დ) პოლიტიკური ოპონენტების ცუდად მოხსენიება - კარგი ფასი

ე) ეპისტოლეში მოხსენიება - ძვირი ფასი

ვ) გრაჩოვივით მონათვლა - უძვირესი", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

 

სოციალისტი ზურა სხვა უბედურებასთან ერთად უზრდელიც რმ ხარ და ამით საკუთარ მშობლებს, ბაღის და სკოლის მასწავლებლებს არცხვენ ამას ვერ ხვდები ეს "გენიოსი" კაცი?! რას ელაზღანდარავები მხცოვან, ეკლესიის საჭეთმპყრობელ ადამიანს, ყველა ჩვენი მორწმუნისათვის საყვარელ და პატივსაცემ პატრიარქს?! სულ დაკარგე ბიჯო სირცხვილი?! პატარა რომ იყავი ბებიები და პაპები ალბათ შენზე ამბობდნენ, ამისგან ნენა კაცი არ გამოვაო! რას შვები, ამართლებ პროგნოზებს?!
5 წლის უკან