ზვიად ძიძიგური: „ამ დასკვნის შემდეგ ბრალდებულთა ადგილზე მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი“

ზვიად ძიძიგური: „ამ დასკვნის შემდეგ ბრალდებულთა ადგილზე მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი“

„ჩემი დაკვირვებით, პროკურატურამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები ამ საქმეში ჩართო იმიტომ, რომ იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი.

საზოგადოების მაღალი ინტერესის შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საქმე, რომელიც არის ფულის გათეთრების ნაწილში აღძრული ბატონი ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, არის მნიშვნელოვნად წინ წასული.

ვფიქრობ, აწი ჯერი სასამართლოზეა, როცა დასრულდება გამოძიება, სასამართლო უკვე იტყვის თავის კომპეტენტურ დასკვნას.

რაც შეეხება იმ დასკვნას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს, მე ვფიქრობ მათ ძალიან მნიშვნელოვნად დაადასტურეს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და თქვეს, რომ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა სრული საფუძველი იმისათვის, რომ მათ ასეთი ტიპის ბრალი წაეყენებინათ თიბისი ბანკის მაშინდელი მფლობელებისათვის.

დანარჩენი, მე ვფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანაში არის სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც უნდა დაუსვას წერტილი ამ საქმეს და თავისი განაჩენი გამოიტანოს.

საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ისრაელის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დევნის ნაწილში აღიარებული პირები იყვნენ ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, მე მათი ასე ვთქვათ დოსიე წავიკითხე და ვნახე, რომ ისინი ნამდვილად სერიოზული, წონიანი ექსპერტები არიან თავისი დარგის და მე რომ ვიყო ბრალდებულების, იმ ადამიანების ადგილას, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი, მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.