აკაკი ზოიძე: „არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მომატება“ - ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაცია

აკაკი ზოიძე: „არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მომატება“ - ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაცია

„ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით“, - ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ ლოგიკით პენსიები ვერასდროს მოიმატებს, რადგან ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნები ტარდება.

„არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები - ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.