დიმიტრი ხუნდაძე: დევნილ ოჯახებს წლის ბოლომდე კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ.

დიმიტრი ხუნდაძე: დევნილ ოჯახებს წლის ბოლომდე კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ.

ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოო მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლებია. სწორედ ეს იწვევს ზოგჯერ იმ ოჯახების უკმაყოფილებას, რომლებიც დღემდე ბინი მოლოდინში არიან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხებს არეგულირებს დადგენილი წესები და არა კონკრეტული პიროვნებები. თუ ვინმემ, სხვადასხვა მიზეზით, დაუშვა გამონაკლისები, მით უმეტეს გაუმართლებელი, ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ უკმაყოფილებას უშუალოდ დევნილებში და შესაძლოა ბინების მშენებლობაც და მისი ოჯახებზე გადაცემის შენელდეს, რაც არც ხელისუფლების და არც დევნილთა ინტერესებში ნამდვილად არ შედის - პირიქით, მიმდიარეობს აქტიური მუშაობა კიდევ უფრო დასაჩქარებლად.

ვიჩქაროთ ისე, რომ პროცესი საკუთარი ხელით არ დავაზიანოთ და ძალადობა ან უსამართლობა არ ავირჩიოთ ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად.