როგორც ჩანს სილამაზის შესაფასებლად მხოლოდ ერთი შეხედვა არ კმარა და ამისთვის სპეციალური ალგორითმი არსებობს, რომლითაც შესაძლებელია გამოიანგარიშო თუ რამდენადაა ადამიანის ნაკვთები მიმსგავსებული იდეალს.
"ოქროს პროპორცია" ევროპული რენესანსიდან მომდინარეობს, როცა ხელოვანებმა შექმნეს პროპორცია, რომელიც სრულყოფილი ნიმუშის შესაქმნელად უნდა გამოეყენებინათ.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ბრიტანელი ქირურგი - ჯულიან დე სილვა ამავე მეთოდის გამოყენებით ცდილობს გამოიანგარიშოს თუ ვინ არის სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს.
ალგორითმის მიერ მიღებული შედეგებით ამჯერად სიაში ბელა ჰადიდი ლიდერობს. 23 წლის სუპერმოდელის მონაცემი 94.35 %-ია, მსგავსი მაჩვენებელი კი არცერთ ვარსკვლავს არ ჰქონია აქამდე.
რაც შეეხება სიის დანარჩენ წარმომადგენლებს, ათეული სრულად ასე გამოიყურება:
ბიონსე - 92.44%
ამბერ ჰერდი - 91.85%
არიანა გრანდე - 91.81%
ტეილორ სვიფტი - 91.64%
ქეით მოსი - 91.05 %
სკარლეტ იოჰანსონი - 90.91%
ნატალი პორტმანი - 90.51%
კეტი პერი - 90.08%
კარა დელევინი - 89.99%