მსოფლიოს უხუცესი კაცი 114 წლის გახდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანელმა გუსტავ გერნეტმა დაბადების დღე ოჯახის გარემოცვაში, ქალაქ ხაფელბერგში აღნიშნა. დაბადების დღე მას ქალაქის ბურგომისტრმაც მიულოცა.
საპატიო ტიტული გარნეტმა რამდენიმე თვის წინ, 113 წლის იაპონელი მასაძო ნონაკას გარდაცვალების შემდეგ მიიღო, თუმცა გინესის რეკორდების წიგნმა გერმანელის ახალი სტატუსი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაადასტურა.
ზაფხულის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ყველაზე მოხუცი კაცი ტაილანდის 128 წლის მოქალაქეა. ოფიციალურად მსოფლიოში უხუცეს ადამიანად კი 1903 წლის 2 იანვარს დაბადებული იაპონელი კანე ტანაკა ითვლება.