1960-იან წლებში გადაღებული სატელევიზიო სერიალის "ტარზანის" მთავარი როლის შემსრულებლის რონ ელის მეუღლე, 81 წლის ვალერი ლანდინი სანტა-ბარბარაში (ფლორიდა) საკუთარ სახშლი მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა სახლში თავად რონ ელი როდესაც მის ცოლს ესროლეს, თუმცა პოლიციის განცხადებით სახლში ხანშიშესული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაცი იყო.
ვალერი და რონი 35 წელი იყვნენ დაქორწინებულები და სამი შვილი ჰყავთ.