მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა

მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა

ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰანტი ავარიაში მოჰყვა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის ამსახველი კადრები TMZ-მა გამოაქვეყნა.

შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. მსახიობი საჭეს არ მართავდა. ავტომობილი გზაჯვარედინზე ამოყირავდა.

ჰანტი ბევერლი-ჰილზის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით მან საავადმყოფო დატოვა. სხვა დეტალები უცნობია.