ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი მსახიობი 44 წლის ლეონარდო დიკაპრიო და მისი მეგობარი გოგონა Camila Morrone ერთმანეთს უკვე წელიწადზე მეტია ხვდებიან.
პირველად მათი ურთიერთობის შესახებ ხმები 2018 წლის იანვარში გავრცელდა, მას შემდეგ კი ლეონარდო და კამილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰოლივუდური წყვილის სახელით სარგებლობენ.
რამდენიმე თვის წინ People-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მსახიობისთვის კამილა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ლეონარდომ გოგონა უკვე ორივე მშობელს გააცნო. მათმა ახლო მეგობრებმა კი People-თან განაცხადეს: "კამილა ლეონარდოსთვის მხოლოდ შეყვარებული აღარაა."
ინტერვიუს შემდეგ უცხოური ტაბლოიდები წერდნენ, რომ დიკაპრიო მეგობარ გოგონას მალევე დაშორდებოდა, როგორც ეს ყოფილ შეყვარებულებთან ხდებოდა, თუმცა ზაფხულის შემდეგ დიდი დრო გავიდა და წყვილი ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობს, საზოგადოებაშსა და პაპარაცების ობიექტივშიც ძალიან ხშირად ხვდება. ამჯერად წყვილი დასავლეთ ჰოლივუდში პაემანზე მიმავალი დააფიქსირეს.