ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება.
2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი
- საუკეთესო პოეტური კრებული
- საუკეთესო პროზაული კრებული
- საუკეთესო პიესა
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
- ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში, ხოლო „ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.