"გრცხვენოდეთ, ამოუხსნელია ეს ქცევა!" - ჰილარი კლინტონმა მეგან მარკლის შესახებ კომენტარი გააკეთა!

როგორც გახსოვთ პრინცი ჰარი რამდენიმე კვირის წინ სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლისა და ბრიტანული პრესის ურთიერთობაზე ალაპარაკდა. ჰარიმ განაცხადა, რომ დღევანდელ რეალობაში არსებული სიტუაცია მისი მეუღლისათვის საშიშია, რადგან ხშირად ისეთი ინფორმაცია იწერება, რაც სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არაა.

ჟურნალ Cosmopoliten-ის გავრცელებული ინფორმაციით პრინცი ჰარი Daily Mail-ის ჟურნალისტების მიმართ, სამართლებრივ, ლეგალურ ქმედებას ახორციელებდა: "საუბედუროდ, ჩემი მეუღლე მსხვერპლია, ბრიტანული ტაბლოიდებისა და გამოცემების მსხვერპლი! ორსულობა, ბავშვის აღზრდა, მეგანი ყოველთვის კრიტიკის ობიექტი იყო. არ მინდა ის განმეორდეს, რაც პრინცესა დაიანას დროს ხდებოდა. მაგრამ, მგონია, რომ სამწუხაროდ ისტორია მეორდება. არ შეიძლება ადამიანის მდგომარეობა ან ქმედება რეიტინგის ასამაღლებად გამოყენებული იქნას. მათ შეუძლიათ არასწორი ან თუნდაც შეთხზული ინფორმაცია გაავრცელონ არამარტო მეგანის, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანის შესახებ. ეს უნდა შეწყდეს!"

ამჯერად, The Sunday Times-თან საუბრისას მეგანისა და პრესის ურთიერთობაზე კომენტარი თავად ჰილარი კლინტონმა გააკეთა და სასექსის ჰერცოგინია დაიცვა: "მათი ქცევა ამოუხსნელია, უსამართლოდ მოექცნენ მეგანს, ტაბლოიდები ხშირად ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.“