ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრება მეტად მარტივია, სინამდვილეში ეს ასე სულაც არაა.
არსებობს გარკვეული პროტოკოლის წესები და ნორმები, რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. თუმცა, ხშირად უჩნდებათ ადამიანებს კითხვა, რატომ ჩნდება საზოგადოებაში დედოფალი ელიზაბეტი გამუდმებით ფერადი სამოსით, არის ეს მისი სტილი, თუ ვალდებულია სამეფო ოჯახის წესებს დაემორჩილოს?
მართალია დედოფალს მოსწონს კლასიკური სტილი, პიჯაკი გრძელი, დახვეწილი კაბა, ქუდი და შესაფერისი ჩანთა, თუმცა ის მაინც ვალდებულია მუქი ფერის ტანსაცმლით არ ჩნდებოდეს საზოგადოებაში, რადგან ადამიანებისთვის მისი გარჩევა ბრბოსაგან მარტივი იყოს. როგორც ამბობენ, დედოფალი ხალხისაგან გამორჩეული უნდა იყოს.