ლიამ ჰემსვორტს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს

ლიამ ჰემსვორტს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს

ლიამ ჰემსვორტი ყოფილ ცოლს მაილი საირუსს არ ჩამორჩა და ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. როგორც უცხოური მედია წერს, მსახიობის ახალი რჩეული 22 წლის მედისონ ბრაუნია. ისინი ერთად პაპარაცებმა რომანტიკული საღამოს შემდგომ დააფიქსირეს.

ცოტა ხნის წინ ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსიც ახალ შეყვარებულთან, ავსტრალიელ მუსიკოს კოდი სიმფსონთან ერთად გამოჩნდა.

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ერთმანეთს აგვისტოში დაშორდნენ. მაშინ მედიაში დაიწერა, რომ ლიამ ჰემსვორტი მაილისა და კეიტლინ კარტერის გარშემო არსებულმა ჭორებმა შეაწუხა, რომლის მიხედვითაც გოგოებს შორის განსხვავებული ურთიერთობა იყო.