ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ავტობიოგრაფიულ წიგნში მაიკლ ჯეკსონს ფსიქიკურად დაავადებულს უწოდებს. ამის შესახებ TMZ-ი წერს.
„მაიკლს 13-14 წლის ასაკიდან ვიცნობდი. ის შესანიშნავი ბავშვი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში გარესამყაროს და რეალობას მოწყდა, ისევე, როგორც ელვის პრესლი. ის ნამდვილად ფსიქიკურად იყო დაავადებული“, - წერს ლეგენდარული მუსიკოსი.
ელტონ ჯონის ახალი წიგნი, სახელწოდებით „მე“ 15 ოქტომბრიდან გაიყიდება.