მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მოვალეობების გადანაწილება ოფიციალურად დაიწყო, რამდენიმე უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამჯერად მთელი აქცენტი ქეით მიდლტონზეა, რომელმაც ერთგული ასისტენტი შვიდწლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა.
32 წლის სოფი ენიუ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ყოველთვის თან ახლდა მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს, ახლა კი, როცა მისი გათავისუფლების შესახებ გაირკვა, აღმოჩნდა რომ მოულოდნელ ბრძანებამდე ქალბატონი სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო თაფლობიდან.
სამეფო ოჯახი, საინტერესო საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ეს ერთ-ერთი შედეგია იმ ცვლილებებისა, რომლებიც სულ ახლახან დაიწყო სამეფო ოჯახში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქეითის ერთ-ერთმა მდივანმა - რებეკა დიკონმა 2017 წელს თავადვე გადაწყვიტა მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა.