A Star Is Born-ის ვარსკვლავი 44 წლის ბრედლი კუპერი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ქუჩებში გაგიკვირდებათ და არც მეგობრებთან, არც საკუთარ ქალიშილთან ლეასთან, არც ყოფილ მეუღლესთან, არამედ მარტოდმარტო მოსიარულე დააფიქსირეს.
როგორც უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები იუწყებიან, მსახიობს უყვარს ზოგჯერ მარტო შოპინგზე სიარული, განსაკუთრებით როდესაც წიგნებს ყიდულობს, მან ჯერ კვირა დილით ერთ-ერთ საკვებ ობიექტში ისაუზმა, ხოლო შუადღისით კი წიგნების საყიდლად წავიდა.
მსახიობისთვის სეირნობა ერთგვარი განტვირთვაა და ფიქრის და აზრების ჩამოსაყალიბებლად არაჩვეულებრივი საშუალება.
უცხოური პრესა ასევე წერს, რომ ბრედლი კუპერმა წონაში მოიმატა. ეს ახალ ფოტოებშიც კარგად ჩანს.