მაილი საირუსი ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

მაილი საირუსი ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

მეგობარ გოგოსთან დაშორების შემდეგ ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსი ახალ შეყვარებულთან, ავსტრალიელ მუსიკოს კოდი სიმფსონთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

პაპარაცებმა მომღერალი და მისი შეყვარებული კალიფორნიაში, სან-ფერნანდოში შენიშნეს, როდესაც წყვილი ყავას ყიდულობდა. გამოცემის წყაროების ცნობით, მაილისა და კოდის შორის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება.

მაილი საირუსისა და კეიტლინ კარტერის დაშორების შესახებ მედია რამდენიმე კვირის წინ წერდა.

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ერთმანეთს აგვისტოში დაშორდნენ. მაშინ მედიაში დაიწერა, რომ ლიამ ჰემსვორტი მაილისა და კეიტლინ კარტერის გარშემო არსებულმა ჭორებმა შეაწუხა, რომლის მიხედვითაც გოგოებს შორის განსხვავებული ურთიერთობა იყო.