პაატა ზაქარეიშვილი:  გიორგი კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკას გამოადგება

პაატა ზაქარეიშვილი:  გიორგი კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკას გამოადგება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევში, საქართველოს გამოადგება.

“გიორგი კვირიკაშვილს დიდ პატივს ვცემ. ის თუ დაბრუნდება, ქართულ პოლიტიკას ნამდვილად გამოადგება. თავად კვირიკაშვილმა თქვა, პოლიტიკაში არ ვბრუნდებიო, ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, მის განცხადებაში ეჭვი შევიტანო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მის გეგმებში არ შედის.