ვლადიმერ კაკაბაძე:  არ ვეთანხმები შალვა თადუმაძეს

ვლადიმერ კაკაბაძე:  არ ვეთანხმები შალვა თადუმაძეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლების დროს ზონდერ მოსამართლეები იყვნენ. მან დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას გასცა პასუხი, ეთანხმება თუ არა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებას, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებობდნენ „ზონდერ“ მოსამართლეები. ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, შალვა თადუმაძემ მოსმენისას თქვა, რომ იმ პერიოდში, რომელსაც თქვენ უწოდეთ დემოკრატიის პერიოდი, არსებობდნენ „ზონდერ“ მოსამართლეები, ვლადიმერ კაკაბაძემ უპასუხა, რომ თადუმაძეს არ ეთანხმება.

„ჩემთვის თქვენს მიერ დასახელებული ფაქტები ცნობილი არ არის. მე ასე არ მიმოქმედია. სხვა თუ მოქმედებდა, ჩემთვის ცნობილი არ არის“, - აცხადებს კაკაბაძე. ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ.