მელითაური კუბლაშვილს: „გმირობაა იცავდე ქალზე

მელითაური კუბლაშვილს: „გმირობაა იცავდე ქალზე "მოძალადეს", როდესაც თავად ხარ ძალადობის მსხვერპლი“

ყოფილი ტელეწამყვანი განო მელითაური თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ მისთვის გმირობაა, რომ ის ამდენ აგრესიას იგერიებს.

„არადა მარტივია - ჩვენს მიერ არჩეული გზა უპირობო ერთგულებას, თავგანწირვას და ხშირად საკუთარი ინტერესების დავიწყებას გვავალდებულებს! დაე გაშანტაჟონ, გაგკიცხონ, ცილი დაგწამონ! თუ გწამს, ბოლომდე დადგები!

მენაგვე ნაგავს ქუჩაში ვერ დატოვებს. ექიმი პაციენტს ვერ გაიმეტებს სასიკვდილოდ! გიჟს, მკვლელს, მოძალადეს და ავანწიურისტს თანაბრად ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება! ხშირად არჩეული მორალური პრინციპების ტყვეობაშიც ვექცევით, რადგან სიმართლის გზა ეკლიანი და უკომპრომისოა! ვერ არჩევს ქალს და კაცს, საზოგადოებაში გამეფებულ დოგმებს სოციალურ თუ გენდერულ ჭრილში!

უპირობოა პროფესიონალის გზა, მითუმეტეს, როდესაც პროფესიად ადამიანების დაცვას ირჩევ! ჩემთვის გმირობაა იცავდე ქალზე "მოძალადეს" როდესაც თავად ხარ ძალადობის მსხვერპლი! იგერიებდე ამდენ აგრესიას, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ საქმეს მაღალ დონეზე ასრულებ! ცხადია თეთრს და შავს სასამართლო დაადგენს!

ცხადია სოლიდარობა ქვეყნად ყველა ძალადობის მსხვერპლს განურჩევლად სქესისა! ცხადია ჩემი სოლიდარობა პროფესიონლს და ადამიანს. იმედია და მჯერა იცი რისთვისაც იბრძვი, ველი გამოძიების მსვლელობას!", - წერს განო მელითაური.

Katana . "ავან-წ-იურისტი" მომწონს :)
5 წლის უკან