თიბისის ახალი სტუდენტური პროგრამა 'თიბისი კემპი' უკვე დაიწყო და ის ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება. 'თიბისი კემპი' მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გაივლიან.
პირველ ეტაპზე ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისისგან.
პროგრამა უკვე დაიწყო თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც 10 ოქტომბერს პირველი ლექცია ჩატარდა.
პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.
ადრე რომ ეფიქრათ ამაზე ამ ბანკის პატრონებს, საარჩევნოდ ნამდვილად გამოადგებოდათ. ახლა ასეთი "მეცენატობა" უბრალოდ, იაფფასიანი საარჩევნო ტრიუკია. რატომღაც ადრე მარტო "მწერლები" იყვნენ ამთთვის "ზრუნვის" ობიექტი.