„როცა საუბრობდით, რომ იყო დემოკრატია ქვეყანაში, მგონი, მარტო თქვენ გგონიათ და „ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილი რომ ამბობს დავბრუნდებიო, დაბრუნდება. ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება წავა „იქ", - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილის ეს რეპლიკა ვლადიმერ კაკაბაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ გასულ წლებში ქვეყანაში დემოკრატია იყო.
გარდა ამისა ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა ეთანხმება თუ არა მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებას, გასულ წლებში ზონდერ მოსამართლეების არსებობასთან დაკავშირებით. ვლადიმერ კაკაბაძემ თქვა, რომ ამ განცხადებას არ ეთანხმება.